“უკრაინულ მხარესთან სააკაშვილის ექსტრადიციაზე არ ყოფილა საუბარი, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.
როგორც ზაქარაშვილმა აღნიშნა, არანაირი გაუგებრობა სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გამო ორ ქვეყანას შორის არ იქნება.
“უკრაინული მხარე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ დაცული იქნება როგორც საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინული მხარე შეწუხებულია მისი მოქალაქის დაკავებით და ცხადია მათ შეკითხვებზე პასუხი გავეცით ჯერ კიდევ 1-ელ ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ბრძანდებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცა ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის მასალა რომელიც უკრაინის მხარეს სჭირდებოდა.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირი პრობლემები, არანაირი ხინჯი ან გაუგებრობა საქართველო უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობებში არ იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა სწორედ ის განცხადება, როგორიც შეეფერებოდა უკრაინის პრეზიდენტს. მან გამოთქვა შეშფოთება და ინტერესი უკრაინის მოქალაქის ბედით, რომელიც დაკავებულია საზღვარგარეთ და ეს სრულიად ბუნებრივია და გასაგებია“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა “იმედის” ეთერში.