LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა

74

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა. ადგილზეიმყოფებიან მმართველი გუნდის წევრები და დელეგატებიც. ყრილობა მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილს ყრილობის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის დღეიდან „ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს.

მმართველი პარტიის რიგით მე-5 ყრილობის პირველი ნაწილი სრულად დახურული იქნება. მედია მხოლოდ მმართველი პარტიის ყრილობის მეორე ნაწილს დაესწრება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს თავმჯდომარედ აირჩევენ და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.

“ქართული ოცნების” ყრილობაზე უკვე დამთავრდა საორგანიზაციო რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხები. აირჩა ყრილობისთვის მნიშლოვანი ორგანოები. მეორე ნაწილი მოხსენებებს დაეთმობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g