მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში” “ქართული ოცნების” ყრილობა იწყება. შეკრებილები ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლას ელოდებიან. შეხვედრის დაწყებამდე მმართველი გუნდის წევრები და დელეგატები კანონის დაცვას ცდილობენ და თამბაქოს კლუბის გარეთ, ღია ტერიტორიაზე ეწევიან.
კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ ძალაში 1 მაისიდან შევიდა. კანონის ინიციატორი” ქართული ოცნების ” დეპუტატი გუგული მაღრაძეა.