LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტობუსში ასვლა არ ღირს, ისეთი ბოლია, ხველით დაიხრჩობი“ – თამბაქოს კონტროლის ალიანსი რეგულაციების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

61
62BF0961-57E1-4B54-9C2F-94A473605383

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და ძირითადად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა მიმართვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე მიუთითებს. 

როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამინდის გაუარესებისთანავე მატულობს მოქალაქეების შეტყობინებები, რომ თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზე ავტობუსები თამბაქოს კვამლით არის გაჟღენთილი.

„მგზავრები ჩივიან, რომ სვენების შემდეგ პირველ და მეორე გაჩერებებზე ავტობუსში ასვლა არ ღირს, ისეთი ბოლია, ხველით დაიხრჩობი. სარკმლებიერ კიდევ ღია და ორ გაჩერებაზე სალონი მეტ-ნაკლებად ნიავდება, რომ აცივდება და გათბობა ჩაირთვება, ალბათ ავტობუსები მძღოლების მიერ მოწეული თამბაქოს კვამლით გაიჟღინთება.“ – ამბობენ მოქალაეებ და შიშობენ, ცივ სეზონზე, ავტობუსის სალონში, ძღოლები უფრო ხშირად მოსწევენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მონიტორები საგანგებოდ დააკვირდებიან იმ უბნებში ბოლო გაჩერებებს, საიდანაც უკმაყოფილო მგზავრების უმრავლესობა ეხმიანება.

მათივე განცხადებით, მგზავრების გულისწყრომა სრულად გამართლებულია და დამრღვევ მძღოლების ფაქტებზე აუცილებლად მოხდება შესაბამისი რეაგირება.

„ამ დრომდე გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანია, ბოლო გაჩერებებზე ავტობუსების და მიკროავტობუსების გაჩერება სათვალთვალოკამერების წინ სავალდებულო გახადოს და მწეველი მძღოლებისთვის ნახევრად ღია ჯიხურები დაიდგას.“– ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლების მხრიდან მოწევის წესების რეგულაციის დარღვევები ქუთაისშიდაფიქსირდა.

კერძოდ, ა(ა)იპქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე მომუშავე კომპანიები გააფრთხილა, რომ შემდეგში თითოეული დამრღვევი დაჯარიმდება.

ალიანსის ინფორმაციით, ქუთაისიდან უმეტესად შეტყობინებები მოდის ტაქსებში მოწევის რეგულაციების დარღვევის შესახებ.

„მისასალმებელი მოქალაქეების აქტიურობა, მაგრამ თუ საჩივარს ფაქტებით არ გაამყარებენ, აღმასრულებელ ორგანოებს ვერ შეეძლებათ შესაბამისი რეაგირება.

ამიტომაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მივმართავთშესაძლებლობების ფარგლებში როგორმე, მობილური ტელეფონით, ან სხვა, გადამღები საშუალებით დააფიქსიროთ მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტი და მოგვაწოდოთ, ან მიაწოდოთ 112-ს. ორივე შემთხვევაში კონფიდენციალურობა დაცული იქნება.“– ნათქვამია ინფორმაციაში.

თამბაქოს ალიანსის ცნობითვე, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, აგვისტოს თვეში მონიტორინგის შედეგად, სამიზნე ქალაქებში შემოწმდა 281 სატრანსპორტო საშუალება, აქედან 89 სატრანსპორტო საშუალება თბილისში, ხოლო 192 – რეგიონებში.

ასევე შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა.

მონიტორინგი ჩატარდა 687 დაწესებულებაში, აქედან 206 დაწესებულების თბილისში, ხოლო 481 დაწესებულების – რეგიონებში.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დაწესებულებების მცირე ნაწილი კვლავაც სავალდებულოდ არ მიიჩნევს შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელ სტიკერებს.

„დაწესებულებების 45,9 %-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ტიპის დამრღვევთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულებები.

სამწუხაროდ, ქუჩის ბაზრობებსა და დახლებზე კვლავაც ფიქსირდება სიგარეტის და თამბაქოს სხვა ნაწარმის ხილულად რეალიზაციის ფაქტები, რადგან ამ ტიპის „ლოკაციებზე“ რეაგირება სცილდება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საზღვრებს და ეხება გარე ვაჭრობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რომლებიც ეფექტურად ვერ აღკვეთენ დარღვევებს.

ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ რეგულაციები ირღვევა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამების სახითა. მეტწილად ვაწყდებით თუთუნის რეკლამას.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები