LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილს მეუღლესთან ჩხუბი წესების გარეშე აქვს

422
nukikoshkelishvili

ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება, რადგან „ნიჭიერის“ წამყვანობა შესთავაზეს. მისმა მეუღლემ, ბენმა მას მხარდაჭერა გამოუთქვა, რადგან იცოდა, რომ ნუკისთვის ეს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორც ნუკი ამბობს, ქორწინების მეექვსე წლისთავის აღნიშვნა ამერიკაში განსხვავებულად სურდათ, მაგრამ ნუკი ვერ გაემგზავრა, ამიტომაც მისი მეუღლე ჩამოვიდა მის სანახავად.

ნუკი კოშკელიშვილი:

„ჩვენს ურთიერთობაში სერიოზული კრიზისი და უთანხმოება არ ყოფილა… თუმცა ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ და დავხოცოთ ერთმანეთი. ბენი ერთი შეხედვით ჩანს დამყოლი, სინამდვილეში ძალიან ჯიუტია. ისე ვჩხუბობთ ხოლმე, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ჩვენი ოჯახური კონფლიქტი არის ჩხუბი წესების გარეშე. საბოლოოდ, ყოველთვის ერთ-ერთი ჩვენგანი უკან იხევს და მშვიდობაც მყარდება. კარგია, რომ ორივეს შეგვიძლია საჭირო დროს ბოდიშის თქმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g