LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავსი ხავსს აეკიდაო – „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით ყოველთვის, რომ ერთი გუნდია: ირაკლი ზარქუა

67
ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გიგა ბოკერია და “ნაციონალური მოძრაობა” ისედაც ცხადი იყო, რომ ერთი გუნდია.

“ხავსი ხავსს აეკიდაო – „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით ყოველთვის, რომ ერთი გუნდია, რამდენიც უნდათ იმსჯელონ და კოალიციები შექმნან” – აცხადებს ზარქუა.

“მოვისმინე, თითქოს მეორე ტურისთვის იწყება ფართო კოალიციური კონსულტაციები და კითხვა მინდა დავსვა – ახლა თბილისში კოალიციური კანდიდატები არ ჰყავდათ? ” – აცხადებს ზარქუა

მისი განცხადებით, ბოკერია და “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში კოალიციური კანდიდატებით წარდგნენ, თუმცა თუმცა 64- დან 44 ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

“რამდენიც უნდათ იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც,“ – განაცხადა ზარქუამ.

“მცდელობა, რომ თითქოს კოალიცია შექმნან, ტყუილია. ზუსტად ვიცი, ამ ე.წ. კოალიციური კონსულტაციებში არ შედის არც „გირჩი“ – ორიგინალი, არც ელისაშვილის პარტია, არც „ევრო-სოცები“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

magti 5g