51 წლის მსახიობი ვენსან კასელი და მისი ახალი რჩეული, 21 წლის ტინა კუნაკი ამჯერად კანის რიგით 71-ე კინოსფესტივალს სტუმრობდნენ. შეყვარებულები ერთად ევა ჰასონის ფილმის, „მზის გოგონას“ პრემიერას დაესწრნენ და წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები დიდხანს პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან.
ვენსან კასელი Tom Ford-ის სმოკინგში გამოწყობილი გამოჩნდა „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე. ტინა კუნაკიმ კი არჩევანი Alexandre Vauthier-ის ვერცხლისფერ, დეკოლტირებულ კაბაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ წყვილი რუსეთში იმყოფებოდა, კიდევ უფრო ადრე კი პარიზის მოდის კვირეულს სტუმრობდა.