LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველო-უზბეკეთის პირველი ბიზნესფორუმი გაიმართა

128

თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ საქართველო-უზბეკეთის პირველი ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე უტკირა ბუტაევამ გახსნეს.

როგორც საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, აღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას.

“ფორუმი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში იმართება. გუშინ ხელი მოეწერა ჩვენ ორ პალატას შორის შეთანხმებას თანამშრომლობაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება და პირველი ფორუმი სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობას განავითარებს. 12 მსხვილი კომპანიის წარმომადგენელია ჩამოსული უზბეკეთიდან. ასევე, მაღალია ქართული კომპანიების ინტერესი და ღონისძიებას 70- ზე მეტი კომპანია ესწრება”, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

“უზბეკეთში ძალიან წარმატებული ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყანამ კარი გაუხსნა მთელ მსოფლიოს. ჩვენ გვსურს საქართველოსთან დავიწყოთ ბიზნეს ურთიერთობა. ასევე გვსურს ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. იმედი მაქვს, რომ ამ ფორუმიდან დიდ რეზულტატს მივიღებთ “,- განაცხადა უზბეკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ უტკირა ბუტაევმა.

უზბეკეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შორის არიან უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანიისა და ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მმართველი პირები. ასევე წარმოდგენილი იქნება სხვა მსხვილი სექტორები. მათ შორის: საავტომობილო ინდუსტრია, მსუბუქი მრეწველობა, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტიკა, ელექტრო-ტექნიკის წარმოება და სამშენებლო მასალების წარმოება.

ღონისძიების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, უზბეკური და ქართული კომპანიების შეხვედრაც გაიმართა, სადაც ორივე მხარეს მიეცა საშუალება დაამყარონ საქმიანი კომუნიკაცია და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g