8 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ამ დროის მონაცემებით 9 ადამიანის, მათ შორის 3 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, როპის პაპის სადესპანო Twitter-ზე ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
„რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ“, – წერია სადესპანოს განცხადებაში.