LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაში“ მშობლების შეშფოთებას იწვევს – „ბავშვები მას ლანგარზე მირთმეულს უყურებენ…“

449
kalmarnews

„კალმარის თამაში“ სამხრეთ კორეული სერიალია, რომელიც „ნეტფლიქსის“ ნამუშევართა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რეიტინგული პროდუქტია. მხატვრული სერიალი 2021 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა, თუმცა უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახდა.

სერიალის შინაარსი კი ასეთია – 456 მოთამაშე, რომელიც მიიღებს მიწვევას სასიკვდილო თამაშში ჩართვაზე, პატარებისთვის განკუთვნილ თამაშებში მონაწილეობს, რომელთაგან თითოეული – მოთამაშისთვის შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. 456 მონაწილიდან ყველას ერთი რამ აერთიანებს – დიდი პრობლემები და უდიდესი ვალი, რომელსაც ვერ ფარავენ, თამაშის გამარჯვებულისთვის კი კოლოსალური თანხა 45 მილიონზე მეტია დაწესებული.

ტელეკომპანია „იმედმა“ ამ სერიალის მავნე ზეგავლენაზე გადაცემაში „იმედის დღე“ გაამახვილა ყურადღება და ფსიქოლოგს ჰკითხა, რატომ არის მისი ყურება საფრთხის შემცველი მოზარდებისთვის.

სალომე ემხვარი:

„რატომ გამოვთქვი საჯაროდ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები ამ სერიალს ლანგარზე მირთმეულს უყურებენ? ბავშვები, რასაკვირველია, იღებენ ინფორმაციას და ეს განუწყვეტელი პროცესია, მაგრამ არსებობს ინფორმაციის ნაკადი, რომელიც გარკვეული ასაკისთვის არ არის განკუთვნილი. როცა კრიტიკული აზროვნებისა და ღირებულებითი ნაწილი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ის ვერ იცავს ბავშვს ფარივით, მაშინ შეიძლება მივიღოთ საუბარი ამ სერიალის სარგებლის შესახებ…“

ფსიქოლოგი ურჩევს მშობლებს, თუკი ატყობენ ძალიან დიდ ინტერესს ამ ან სხვა სერიალის მიმართ, მასთან ერთად უყურონ და შემდეგ აუცილებლად განიხილონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g