LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსი“ „კალმარის თამაშებზე“ დაფუძნებულ კრიპტოვალუტასთან კავშირს უარყოფს

105
kalmaristam,ashi

ახალი კრიპტოვალუტა, სახელად ,,კალმარ-კოინი“, რომლის შთაგონებაც  Netflix-ის პოპულარული სერიალი Squid Game-ია, გაუფასურდა. ახალი კოინის ღირებულება მოცემული მომენტისათვის 0 დოლარია. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ახალი კრიპტოვალუტის შემქმენელებმა ინვესტორებისაგან  კოინში ჩადებული 2.1 მილიონი დოლარი  მოიპარეს.

CoinMarketCap-ის თანახმად, „კალმარ კოინის“ ღირებულება ჯერ $2,861-მდე გაიზარდა, შემდეგ კი $0-მდე დაეცა. თაღლითობის ამ ფორმას “ფარდაგს“ უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ვალუტის შემქმნელები კოინს სწრაფად ანაღდებენ, რაც  სწრაფად ამცირებს კრიპტოვალუტის ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ინვესტორებს თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ ახალ კოინთან მიმართებაში სიფრთხილე გამოეჩინათ,თუმცა ამაოდ.

უცნობი ფაქტები „კალმარის თამაშზე“ Squid Game – „ნეტფლიქსის“ კორეული ჰიტი მსოფლიოს იპყრობს

Squid Coin-ის საბაზრო კაპიტალი საწყის ეტაპზე  2 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი იყო. ის შეიქმნა სპეციალურად ახალი ონლაინ თამაშისთვის, რომელიც შთაგონებულია პოპულარული კორეული სერიალით.

კორეული სერიალი „კალმარის თამაში“ გამოსვლიდან ერთ თვეში Netflix-ის მთავარი შოუ გახდა მსოფლიოში. მხოლოდ „კალმარის თამაშები“  „ნეტფლიქსზე“ 111-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი უკვე გააკეთა და ახალ კრიპტოვალუტასთან ყველანაირი კავშირი უარყო, თუმცა „ნეტფლიქსის“ წარმომადგენლებს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ.

„პოპულარობა ძნელი ყოფილა“ – როგორ შეცვალა „ნეტფლიქსმა“ „კალმარის თამაშის” უხუცესი ვარსკვლავის ცხოვრება

სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაში“ მშობლების შეშფოთებას იწვევს – „ბავშვები მას ლანგარზე მირთმეულს უყურებენ…“

ფსიქოლოგები: მოზარდებისათვის „კალმარის თამაშის“ ყურება რეკომენდებული არ არის

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები