LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „ნეტფლიქსის გადამღებ ჯგუფს ვახლდით აჭარაში. დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ცდილობენ გაარკვიონ ადამიანების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო…“

182
შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ საქართველოში „ნეტფლიქსის“ გადამღები ჯგუფია ჩამოსული დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.

„ნეტფლიქსის გადამღებ ჯგუფს ვახლდით აჭარაში.

დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ცდილობენ გაარკვიონ ადამიანების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო.

თურმე მსოფლიოში 17 განსაკუთრებული ადგილია სადაც პროცენტულად მაღალი ციფრია ას წელს გადაცილებული მოხუცების.

ავსტრიელი პროფესორი, მკვლევარი რომელმაც უკვე ბევრი იმოგზაურა და ბუვრ საუკუნეს გადაცილებულ ადამიანს შეხვდა, გადაიღო, ჩაიწერა.. მიხსნის რა აერთიანებს ყველა მათგანს, იმის მიუხედავად ტიბეტში იცხოვრა, უზბეკეთში თუ აჭარის მთაში.

აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს:

-უცხოვრია დიდი, ზოგჯერ დაუჯერებელი ჯაფით და შრომით.

-სადაც დაიბადა იმ ადგილიდან შორს არსად წასულა და იქვე მოხუცდა.

-უმრავლესობამ გააჩინა და გაზარდა ბევრი შვილი.

-შესწავლილების უმრავლესობას არ აქვს მიღებული აკადემიური განათლება.

-ცხოვრების რაღაც ეპიზოდი აუცილებლად იყო მშიერი ან მრავალფეროვან, ნოყიერ საკვებს მოკლებული.

-ყველა მათგანი არის მადლიერი და თავისი ცხოვრებით კმაყოფილი.

-თავისი ხელით მოყვანილი, მოწვეული, შეგროვებულით იკვება და არა ნაყიდი, შორიდან მოტანილი საკვებით. სვა და ჭამა ჯანმრთელი, წყალი და პროდუქტი.

-იცხოვრა ოჯახის წევრების გარემოცვაში მათზე მზრუნველობით და დარდით.

-არასდროს არავისი არ შურდათ, ყველა მათგანმა იცხოვრა თავისი რთული მაგრამ თავისი ცხოვრებით.

ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ძალიან..

რისკენაც ადამიანი მიილტვის, იბრძვის, იღწვის როგორც ჩანს, ეს საერთოდ არაა ხანგრძლივი ცხოვრების გასაღები, პირიქით..

მთაში ჩაწერილი სიტყვებია “გამჩენელი ღმერთისგან მადლობელი ვიქნები თუ კიდევ მაცოცხლებს, თუ მოვკდები და მოვკდე მაინც მადლობელი ვარ აქამდინაც ხომ მან მაცოცხლა… ღმერთს შუქური!!! თქვენაც გაცოცხლოთ და სწორი, გრძელი დღე მოგცეთ, გეიხარენით..”

ფოტოების ავტორი: ზაქარია ჭელიძე

 

ნეტფლიქსის გადამღებ ჯგუფს ვახლდით აჭარაში.
დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ცდილობენ გაარკვიონ ადამიანების ხანგრძლივი სიცოცხლის…

Posted by Gardenia shevardnadze on Wednesday, June 21, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები