LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი დაჩაგრული გურია ვენეციის კინოფესტივალზე, ძალიან მახარებს“ – ზურა შევარდნაძე

145
Capture

ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა 9 სექტემბერს ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის ვენეციაში გამგზავრებას და კინოფესტივალზე დასწრებას აპირებს.

„ნიჭიერი, ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმის “გურია” 9 სექტემბერს მსოფლიო პრემიერაა, აჩვენებენ ვენეციის კინოფესტივალზე. ფილმი ოსკარზეა წარდგენილი.

ვისმენ ამ ძალიან სასიამოვნო ამბებს, მთლად კი ვერ ვხვდები, მაგრამ ვიცი რომ ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენს თავს და უსაშველოდ მიხარია.

მთლად, მთლად, მთლად პატარა პინწკალი ჩემიც რომ ურევია სადღაც ესეც მახარებს.

მჯერა, რომ დიდი წარმატება გველის!

მეც ვაპირებ ჩავაკითხო მეგობრებს ორი დღით ვენეციაში და ვიყო ამ სიხარულის მონაწილე. ფილმი არც მე მინახავს და ერთი სული მაქვს 9 სექტემბერი დადგეს!!!

უკვე დიდი წარმატებაა, მთელი გულით ვულოცავ ლევანს, მსახიობებს და შემოქმედებით ჯგუფს..

ჩემი დაჩაგრული გურია ვენეციის კინოფესტივალზე, ძალიან მახარებს!!!! მახარებს და გიზიარებთ ამ სიხარულს!!!”, – წერს ზურა შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები