LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომღაც ჩათვალეს, რომ მე მოვკვდი, შეწუხდნენ, რა კარგი ქალბატონი იყო, ვუყურებდითო, კარგი რამეები გვასწავლაო…“ – ნინო კვაჭანტირაძე პოსტს ავრცელებს

245
ნინო კვაჭანტირაძე

ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც თავისი გემრიელი რეცეპტებით ზურა შევარდნაძის ვლოგებიდან გაიცნო საზოგადოებამ, ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ გავრცელდა ხმები მისი გარდაცვალების თაობაზე:

„ამ დღეებში ვიღაცებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ მე მოვკვდი, შეწუხდნენ, რა კარგი ქალბატონი იყო, ვუყურებდითო, კარგი რამეები გვასწავლაო, ღმერთმა აცხონოსო, მერე ახლობელმა მომწერა, რამე თქვი, თორემ ხალხი ვენოკის საყიდლად იკრიბება და პანაშვიდზე მოდიანო, ვიღაცამ დაწერა, მე ვიცი სად ცხოვრობსო… ვაიმე, რაღა ვქნა, რა კარგია მკვდარი რომ ეგონები ვინმეს და ცოცხალი ხარ!!!

პ.ს. ისე, მართლა რომ მოსულიყვნენ სამძიმარზე და „იმერული ესკიზების“ მსგავსად თეთრი ზეწარით გამოვკიდებოდი ხალხს ხომ კარგი იქნებოდა , სირბილი არ ვიცი თუ რააა? მკვდარი გაცოცხლდაააა, მკვდარიიიიიიი!!!

მოკლედ, ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ, გაზვიადებულია, ვენოკი თუ არ დაიბრუნონ, აქვე, მაიაკოვსკის ძეგლის ფეხებთან დატოვეთ ვიცი, მაგას ნამდვილად გაუხარდება!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები