LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის წინ ტრაგიკულად დასრულებული სერიალის გმირებმა ახალ ფილმში ერთმანეთი ისევ იპოვეს, ამჯერად ბედნიერი ფინალით

3469
ბერენ-საატი

„ბოლო რეისი სტამბოლში“ – ასე ჰქვია „ნეტფლიქსის“ ახალ რომანტიკულ მელოდრამას, რომელიც დღეს ნახვის ყველა რეკორდს ხსნის. ახალი რომანტიკულ ფილმში თურქული კინოსა და სერიალების ორი მეგავარსკვლავი, ბერენ საატი დაც კივანჩ თათლითუგი მონაწილეობენ. ეს წყვილი განსაკუთრებით პოპულარული იყო 2010 წლის სერიალიდან „აკრძალული სიყვარული“, სადაც მათი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ამის შემდეგ, მსახიობების ფანები დიდხანს ითხოვდნენ  წყვილის ახალ პროექტში გამოჩენას.

ეს მომენტი სწორედ ახლა, 13 წლის შემდეგ დადგა. ახალი რომანტიკული ფილმი ნიუ-იორკში გადაიღეს, სადაც მოვლენები ვითარდება. სერიალის გმირები ერთმანეთს ნიუ-იორკის აეროპორტში ხვდებიან. ცნობილია, რომ სიუჟეტის მიხედვით, ორივე დაქორწინებულია და მათ შორის სიყვარული ჩნდება. ფილმის შემქმნელები ბედნიერ დასასრულს გვპირდებიან.

სად გაქრა და როგორ შეიცვალა, შვილების გაჩენის შემდეგ, თურქული სერიალების ვარსკვლავი ბერგიუზარ ქორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები