LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ ეძლევა

71
ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას ამ დრომდე სააკაშვილთან შესვლის უფლება არ ეძლევა.

როგორც ყიფშიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განუცხადა, დაახლოებით, 2 საათია ის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვას ელოდება.

გარდა ამისა, როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ნახვა. ასევე, აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვაც. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა და ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე მას განიხილავენ და გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა ახალი საშვი. ვერ გეტყვით, რა დრო სჭირდება ამას.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მის ექიმთან უნდა მელაპარაკა მდგომარეობის შესახებ. უნდა განგვეხილა ასევე გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვუმკურნალოთ. არც ამბულატორიული კვლევის შედეგი ვიცი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g