ბუბა კიკაბიძეს მეუღლე გარდაეცვალა. ინფორმაციას ირინე ქებაძის ქალიშვილი მარინა საღარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„წავიდა ჩემი ლამაზი, თბილი და ყველაზე ერთგული ადამიანი …დე მიყვარხარ…“ – წერს მარინა საღარაძე.
არსებული ინფორმაციით, ირინე ქებაძე ასაკთან დაკავშირებული ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ბუბამ და ირინამ 1965 წელს იქორწინეს. მანამდე ირინას მეუღლე მსახიობი გურამ საღარაძე გახლდათ.