LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს ვურჩევდი ნაკლები თაფლი მიირთვას – როგორც ჩანს, ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: ალუდა ღუდუშაური

137
ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც ის წერს, რომ „სწორედ ის და მელია იქნებიან, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოყრიან კაბინეტებიდან უმოკლეს დროში“.

ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილს ნაკლები თაფლის მირთმევისკენ მოუწოდებს, რადგან ღუდუშაურის თქმით, „ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს“.

„სააკაშვილს ვურჩევდი, რომ ნაკლები თაფლი მიირთვას, რამეთუ როგორც ჩანს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას. ვურჩევდი, რომ დამშვიდდნენ და ბედს შეეგუონ, თვალი გაუსწორონ იმ მოცემულობას რაც არის საქართველოში. რისი რესურსი გააჩნიათ მართლაც ამ ფარჩაკებს, ამ კრიმინალებს, რისი თავი აქვთ, რისი გამომყრელები არიან. თვითონ როგორც ჩანს მარტოდ განიცდის თავს და ახლა უნდა, რომ მეორე გაფარჩაკებული, მისი კოლეგა ბატონი ნიკანორ მელია მოისვას გვერდით“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g