LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი პრემიერს – სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან

123
მიხეილ სააკაშვილი

„სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან,“ – ასე უპასუხა  მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გაუხარდა.

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ნიკა მელიასთან ერთად ქვეყანას უმოკლეს დროში იხსნიან.

„ბინძური მოშეს ახალი „მესიჯბოქსია,“ რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან, უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პრემიერი: სააკაშვილს შევახსენებ, რომ ვანო მერაბიშვილი დაჟინებით არწმუნებდა თბილისში ჩამოსულიყო, მისი დაჭერა კი ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g