LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: სააკაშვილს შევახსენებ, რომ ვანო მერაბიშვილი დაჟინებით არწმუნებდა თბილისში ჩამოსულიყო, მისი დაჭერა კი ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა

215
BeFunky-collage (17)

„სააკაშვილს შევახსენებ, ყველაზე მეტად ვინ არწმუნებდა, ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბატონი მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა,“ – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ დროის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა ექვსი წლით მოუწევს. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ ციხეში ყოფნა მოუწევს.

ღარიბაშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს

„როგორც დაასრულა ამ ადამიანმა ავანტიურისტული ექსპერიმენტი, კარგად ვნახეთ ყველამ. თავი ამოყო ციხეში. ამას გარდა, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არჩევნების მეორე ტურს გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა შეეხებოდეს მოსახლეობის გასაჭირს. დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისივე გუნდელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები