რუსთავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
შემთხვევა ქუთაისის ქუჩაზე მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის გამო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საკუთარი კოლეგა დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლის მეათე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა. დარღვევა 250 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.