თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აქ უკვე დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც “ენმ-ს” ლიდერები შეკრებილებს მიმართავენ. დამონტაჟებულია მონიტორიც.
მიმდებარე ტეროტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.