LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის განცხადებით, ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან

74
ხანძარი რუსთავის ციხეში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც იგი ციხის ადმინისტრაციას და პატიმრებს შეხვდა.

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, ჩვენც დღეს საჯაროდ გავრცელებული განცხადებიდან გავიგეთ რომ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

„როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია.

ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას.

ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ როგორც მითხრეს, დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საკუთარი ნებით, სხვისი გადარჩენის მიზნით შევიდნენ – ადვოკატები გარდაცვლილ მსჯავრდებულებზე

შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძარს ორი მსჯავრდადებული ემსხვერპლა

მომხდართან დაკავშირებით დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება. მათივე ინფორმაციით, ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

ვინ არიან ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულები – პენიტენციური სამსახურის განცხადება

რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g