LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, ჩვენც დღეს საჯაროდ გავრცელებული განცხადებიდან გავიგეთ რომ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

85
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-17 ციხეში მივიდა, სადაც გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარი დაიღუპა. ომბუდსმენის განცხადებით, ინფორმაციას მომხდარის შესახებ უშუალოდ პატიმრებთან გასაუბრებისას მიიღებს.

„გუშინ დღის განმავლობაში ვიყავით კონტაქტზე პენიტენციურ სამსახურთან, ბოლო კონტაქტი შედგა 6 საათის შემდგომ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენც დღეს საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად ორი პატიმარია გარდაცვლილი.

სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე.

დღეს უკვე რამდენიმე საათია სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, ვიცი რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, მათთვისაც იგივე ინფორმაცია არის ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში სადილის შემდგომ, იქ ერთი პირი იმყოფებოდა, რომლის გამოყვანასაც სხვა პატიმარი ცდილობდა და ისიც სავარაუდოდ დაიღუპა“,- განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

საკუთარი ნებით, სხვისი გადარჩენის მიზნით შევიდნენ – ადვოკატები გარდაცვლილ მსჯავრდებულებზე

შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძარს ორი მსჯავრდადებული ემსხვერპლა

მომხდართან დაკავშირებით დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება. მათივე ინფორმაციით, ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

ვინ არიან ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულები – პენიტენციური სამსახურის განცხადება

რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g