მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნობს, რომ მამა გახდა.
“არ მინდოდა ამის დროზე ადრე თქმა … ასე რომ დაიბადა დათუნა ვარდოსანიძე!”,- წერს გიორგი ვარდოსანიძე.
მსახიობმა კომენტარებში არაერთი მილოცვა მიიღო, რის შემდეგაც თავისივე პოსტში მცირე განმარტება გააკეთა:
“მადლობა მეგობრებო, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ სხვისი აღმოჩნდა”,- დაწერა ვარდოსანიძემ.
ცნობისთვის, გიორგი ვარდოსანიძე ორჯერ გახლდათ დაქორწინებული, პირველად ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე, მეორედ – ასაკით შედარებით უფროს ქალბატონზე. ორივე ქორწინება დაშორებით დასრულდა.