სახელწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმო NUTSGE თხილის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს.
კომპანიამ NUTSGE თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი.
ზუგდიდში მდებარე საწარმოში, სადაც 2, 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.