კვენტინ ტარანტინო ცოტა ხნის წინ იტალიაში, „რომის კინოფესტივალზე“ იმყოფებოდა, სადაც მას საპატიო ჯილდო გადასცეს. სწორედ ამ ცერემონიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი უკანასკნელი ფილმი სავარაუდოდ „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილი იქნება.
„რატომაც არა“, – განაცხადა ტარანტინომ.
ცნობისთვის, რეჟისორი ბოლო ფილმის გადაღების შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავს.
„მოკალი ბილის“ მე-3 ნაწილში მთავარ როლი, შესაძლოა, უმა თურმანის ქალიშვილმა ითამაშოს
აღსანიშნავია, რომ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი მეუღლესთან, დანიელა პიკთან ერთად გამოჩნდა. რეჟისორს შავი პერანგი და პიჯაკი ეცვა, მის რჩეულს კი თეთრი კაბა ამშვენებდა.