LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი იანვრიდან, ქვეყანაში ელექტროენერგიის დღისა და ღამის ტარიფები განსხვავებული იქნება

4208
shuki

საწარმოებს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ, დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც ასევე წერს, რომ რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.

როგორც ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირინა მილორავა აცხადებს, მთავრობის დადგენილებით, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ბირჟის ამოქმედებისთანავე, ბირჟაზე ფასები ყოველსაათობრივად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, ჩვენ დავინახავთ, როგორი იქნება დღისა და ღამის ტარიფები. მაღალი ალბათობით, ეს იქნება განსხვავებული ტარიფები.

„ბირჟაზე ტარიფები დადგინდება ყოველ კონკრეტულ საათში, ოღონდ ამის ასახვა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საბითუმოდ შეძენილი ელექტროენერგიის შეძენის შემთხვევაში მოხდება და არა საცალოდ. ის მსხვილი საწარმოები, რომლებიც პირველი იანვრიდან საბითუმო ბაზარზე ივაჭრებენ, შეძლებენ, რომ ელექტროენერგია განსხვავებულ ფასად შეიძინონ. ღამის საათებში უფრო დაბალ ფასად, ვიდრე დღის და პიკის საათებში. ეტაპობრივად ეს სიახლე აისახება საცალო ბაზარზეც, ოღონდ ამას სჭირდება გარკვეული წინაპირობები და მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის საწარმოების აღჭურვა ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით“, – განუცხადა ირინა მილორავამ “ინტერპრესნიუსს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g