LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტში ღვინის წარმოება დაიწყეს: პროცესში პროფესურასთან ერთად, სტუდენტებიც მონაწილეობდნენ

103
1

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე ღვინის წარმოება დაიწყო. პროდუქციას კომპანია „ეთნო ოკამი“ უშვებს, რომელიც ქართულ ქვევრის ღვინოს აწარმოებს.

დღეისათვის, „ეთნო ოკამი“ ხუთი ძირითადი სახეობის პროდუქციას უშვებს: ხაშმის საფერავი, რქაწითელი კახეთიდან და ქართლის ჯიშები უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ვენახებიდან, ესენია: შავკაპიტო, თავკვერი, გორული მწვანისა და ჩინურის სეპაჟი.

აღსანიშნავია, რომ „ეთნო ოკამის“ დასახელებით უკვე გაჩნდა ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები. კომპანია მიზნად ისახავს აწაარმოოს ხარისხიანი ქართული ღვინო, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოიცავს.

ცნობისთვის, კომპანიას მეღვინეობის ინდუსტრიაში ჩამოყალიბებისა და შექმნის უნიკალური ისტორია გამოარჩევს. „ეთნო ოკამის“ დაფუძნების წინაპირობა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაზაზე დამზადებული გამორჩეული ღვინოებია, რომელთა შექმნაშიც, პროფესურასთან ერთად, თავად სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. ზოგადად, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი საინტერესო პრაქტიკული სწავლისა და სწავლების მეთოდებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის წევრიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g