LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ სწავლა გვინდა” – კონგოს სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ

43
Kongo

კონგოს პარლამენტის შენობაში ასობით სკოლის მოსწავლე, მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების მოთხოვნით შეიჭრნენ.

„ჩვენ სწავლა გვინდა“, – სკანდირებდნენ კონგოელი მოსწავლეები.

კონგოს მასწავლებლები ხელფასების გაზრდისა და სამუშო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 4 ოქტომბრიდან გაფიცულები არიან.

მოსწავლეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი შეხდა და სახლებში დაუბრუნებისკენ მოუწოდა.

კონგოს მთავრობა ირწმუნება, რომ პედაგოგების გაფიცვის ორგანიზებას ის რელიგიური ჯგუფები უწევენ, რომლებიც დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ.

ადგილობრივი პროფკავშირი მთავრობას მოუწოდებს, ნუ აქცევს სკოლებს პოლიტიკური თამაშების ნაწილად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები