თუ საქართველოს მასშტაბით უძრავ ქონებას ეძებ და გსურს, ეს საკითხი მარტივად მოაგვარო, თანამედროვე პლატფორმას area.ge-ს უნდა მიმართო.
არეა – ეს გახლავთ სივრცე, რომელიც აერთიანებს ბაზარზე არსებული გასაყიდი ქონების შესახებ სრულ ინფორმაციას. აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორც დეველოპერული კომპანიების მიმდინარე პროექტები, ასევე მესაკუთრეების მიერ შეთავაზებული, მუდმივად განახლებადი გასაყიდი, თუ გასაქირავებელი ბინები.
area.ge მომხმარებელს სთავაზობს ქონების ძებნის და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმ სერვისებით.
არეაზე სასურველი ქონების მოძებნა ონლაინ არის შესაძლებელი, სრული სიზუსტით აღწერილი განცხადებები, ფოტოები და 3D ტური მაძიებელს ეხმარება პირველადი შთაბეჭდილების შექმნაში, რაც შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდეს. თუ რომელიმე სახლი, ბინა ან სხვა ტიპის უძრავი ქონება ძალიან მოგეწონა, მაგრამ ფინანსები არ გყოფნის, ამ შემთხვევაში არეას საიტიდან შეგიძლია მოითხოვო იპოთეკური სესხი.
ამისთვის ბანკში მისვლა და რიგში დგომა საჭირო არ არის, რადგან არეას საშუალებით, იპოთეკური სესხის მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება ონლაინ არის შესაძლებელი.
პლატფორმაზე წარმოდგენილ ნებისმიერ ქონებას თან ახლავს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, თუმცა, სანამ ამ მეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ალბათ დაინტერესდებით საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიურად შესატანი თანხის ოდენობით, სესხის ხანგრძლივობით. ამ ინფორმაციის მისაღებად სესხის კალკულატორი არსებობს, სადაც მიუთითებთ იმ თანხას, რის აღებასაც გეგმავთ და მიიღებთ საჭირო ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე.
უშუალოდ სესხის მოთხოვნის აპლიკაციის შესავსებად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. მიუთითებთ თქვენს გვარს, სახელს, ელ.ფოსტას, პირად ნომერს და სულ ესაა. სახლიდან გაუსვლელად დააფიქსირებთ სესხის მოთხოვნის განაცხადს. 3 სამუშაო დღეში დაგირეკავთ ბანკის წარმომადგენელი, გაივლის დეტალებს და შესაძლოა, სესხის შეთავაზება ისე მიიღოთ, რომ ბანკში მისვლა საერთოდ არ დაგჭირდეთ.
რა ტიპის უძრავ ქონებაზე შეგიძლია იპოთეკური სესხის მოთხოვნა?
ამ მხრივ შეზღუდვა არ არის. ბინის შეძენა გსურთ გაფართოების მიზნით, აგარაკი დასვენებისთვის, კომერციული ფართი ბიზნესისთვის, თუ მიწის ნაკვეთი კერძო სახლის ასაშენებლად, ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებაზე, რაც არეას პლატფორმაზეა წარმოდგენილი, ეს იქნება ბინა ახალაშენებულ, მშენებარე თუ მეორეულ კორპუსში, კერძო სახლი, მიწის ნაკვეთი ან კომერციული ფართი.
მრავალფეროვანი და ნებისმიერი ადამიანის გემოვნებაზე მორგებული უძრავი ქონების სანახავად ეწვიეთ საიტს area.ge.
R