“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების მეორე ტურისთვის საზოგადოებას “ხულიგანთა რაზმი” შესთავაზა.
ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით გუშინ, ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძეთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.
დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში მათ ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა
“თქვენ ნახეთ როგორია “ნაციონალური მოძრაობის” სახე და ამ სახის ერთ-ერთი “საუკეთესო” მაგალითია დავით კირკიტაძე, რომელიც არის ჩვეულებრივი “ხულიგანი”, რომელმაც, როდესაც ახალი დეპუტატი იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ჯერ სცემა დაცვის თანამშრომელი, შემდეგ, როცა გუბერნატორი იყო, სცემა ერთ-ერთი მსაჯი საფეხბურთო მატჩის დროს და გუშინ სცემა რუსთავის მოქალაქე, რომელი მათ ოფისთან იყო მისული.
ვხედავთ, რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე “ნაციონალური მოძრაობის” სახით: კირკიტაძე “ხულიგანი”, უგულავა “ხულიგანი”, მელია “ხულიგანი”, “ხულიგნების” მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ”. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს.” – განაცხადა კობახიძემ.