თავისულფების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366-მა რეკრუტ-მა და 123-მა წვევამდელ-მა დადო.
ცერემონიალს საფრანგეთიდან და ლიტვიდან მოწვეული ორკესტრები აფორმებენ.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედნის პარალელურად, გაიმართა შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, გელათში და ბათუმში.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ, ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ფიცის დადებამდე წუთიერი დუმილით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.