LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში შეიმუშავეს სისტემა, რომელიც ზღვის წყალს სასმელ წყლად გადააქცევს, თანაც მზის ენერგიის გამოყენებით

62
1634118408-015274-03

ფინეთში შექმნეს სისტემა, რომელიც მზის ელემენტის გამოყენებით ზღვის წყალს წმენდს და სასმელად ვარგისს ხდის.

უჩვეულო აპარატი კომპანია Solar Water Solutions ეკუთვნის და სპეციალისტები პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მწარმოებელთა ინფორმაციით, სისტემა სრულად ეკოლოგიურია და მუშაობის პროცესში არანაირი მავნე ქიმიკატი არ გამოუყენებიათ. გარდა ამისა, აპარატის ექსპლუატაციის ხარჯიც მინიმუმამდეა შემცირებული.

სასმელი წყლის რაოდენობა დედამიწაზე 3%-ს შეადგენს და 700 მილიონ ადამიანს მუდმივად მისი დეფიციტი აქვს. წყლის საწმენდი ინფრასტრუქტურის აგება კი არამხოლოდ ძალიან ძვირია, არამედ გარემოსაც დიდ ზიანს აყენებს.

Solar Water Solutions-მა კლიმატური ფონდის მხარდაჭერა უკვე მიიღო და კენიის ტერიტორიაზე 200 აპარატის დამონტაჟებას აპირებს. ტექნოლოგია საათში 4-დან 7 ათას ლიტრამდე მარილიან წყალს გაასუფთავებს.

აღსანიშნავია, რომ 37 მზის პანელის მქონე სისტემის დამონტაჟება, რომელიც საათში 750 ლიტრ წყალს აწარმოებს – 20-30 ათასი დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები