LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს

219

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს. დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს, ასევე დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„მოვუწოდებთ ნატო-ს წევრებს ხაზგასმით აღნიშნონ ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა, ამასთან, შეინარჩუნონ გაწევრიანების კრიტერიუმები. გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. განავითარონ და წინ წასწიონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი.

ასევე კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსაველთ უკრაინაში. ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მოკავშირეებმა უნდა დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა,“ – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებას და მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g