ქეით მიდლოტონის უმცროსი ძმა, ჯეიმს მიდლტონი ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში, თუმცა ის ისეთი პოპულარული არაა, როგოც მისი დები. ქეითისა და პიპასგან განსხვავებით, ჯეიმსი ჩაცმის თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას და არც უცნაურ ექსპერიმენტებზე ამბობს უარს. ამჯერად 31 წლის ჯეიმს მიდლტონი ლონდონის ქუჩებში უცნაური ფეხსაცმლით, ჭრელი ფერის მოკასინებით გამოვიდა.
ჯეიმსი უკვე საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. ის რამდენჯერმე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, ძირითადად ეს სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებულ დღესასწაულებზე ხდება.