LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე ყოფილი მეუღლის ცოლს დაუმეგობრდა: „მე და ენის ბევრი საერთო გვაქვს…“

757
kristiyifshidze

კრისტი ყიფშიძე ყოფილი მეუღლის, გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლს, ენის ძალიან დაუმეგობრდა. ამის შესახებ ის ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს:

„ჩემი და გიორგის დაშორების მიზეზი ეს გოგონა რომ ყოფილიყო, ჩვენი საერთო ფოტო, ცოტა არ იყოს, უცნაური იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დაშორებიდან 17 წელი გავიდა და მას მერე გიორგის სხვა ცოლიც ჰყავდა, მეორე შვილიც შეეძინა… ენისთან ორი შვილი ჰყავს. სულ 4 დედმამიშვილი არიან. რამდენჯერაც გავიგე, რომ ნატალიას ან და, ან ძმა ეყოლებოდა, ძალიან გამიხარდა.

ჩემი შვილი სამი წლისაც არ იყო, როდესაც მე და გიორგი დავშორდით. ბავშვმა ვერ უნდა იგრძნოს, რომ დედ-მამას შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა. თუ შენი შვილის მამასთან

კრისტი ყიფშიძე მისი ყოფილი მეუღლის ცოლთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ცნობილია, რომ კრისტი ყიფშიძეს ყოფილ მეუღლესთან და მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ერთად ცხოვრება აღარ გინდა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მტრად უნდა გყავდეს, არა? ბავშვი დედისა და მამისგანაც თანაბარ ყურადღებას უნდა გრძნობდეს. ჩემი და გიორგის მშობლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თითქოს ყველანი უფრო გავერთიანდით, რომ ნატალიას ჩვენი ოჯახის დანგრევა არ ეგრძნო.

გიორგისთან კარგ ურთიერთობას ვაგრძელებდით. დღესაც ასეა… ენი ძალიან კარგი, ნიჭიერი გოგოა, წარმოიდგინეთ, ის ფოტოგრაფია, მე – მოდელი. საერთოც ბევრი გვაქვს… ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოს რაც შეეხება, იმ დღეს ნატალიას თავისი და ესტუმრა, რომელსაც მისი მშობლებიც თან ახლდნენ, რა თქმა უნდა… სხვათა შორის, „სთორიზე“ ჩვენს ფოტოს რომ ვაქვეყნებდი, თავადვე ვთქვი, ნახეთ, რა ამბავი ატყდება-მეთქი (იცინის)… ენის ჩემი გადაღება სურდა, ამიტომ მეორე დღეს ისევ გვესტუმრა. გადაღების დროს „ინსტაგრამის“ ლაივში ნატალიას ჩავერთეთ, ერთ მხარეს ნატალია იყო, მეორეზე – მისი დედინაცვალი და მე. არ თქმა უნდა. ისევ დიდი ამბავი ატყდა… მოკლედ, მართლა არ მესმის, ხალხს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები