საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად გამოწვევებს ასახელებს. მისი თქმით, ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო, არის და თუ არ მივხედეთ, იქნება ადგილობრივი წარმოება. საკითხზე ივა ჭყონიამ ვრცელი განმარტება BMG Drive-ში გააკეთა.
„მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია. ბოლო წლებში ინვესტიციების შემოდინებამ კატასტროფულად იკლო. ეს ასე დარჩება, რადგან პირველი, რასაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან გამოწვევაა სასამართლო სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე გაუმართავია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს დღევანდელ რეალობაში სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენთან კი ის სერიოზული მუხრუჭია“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ BMG Drive-ში.
მისივე განმარტებით, არის ბიზნესპროცესები, რომელთან მიმართებაში სარჩელის შესვლისას, შეიძლება, 1 წელი არ ჩანიშნონ განხილვა.