LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ქალის მიერ ერთდროულად მაღალი თანამდებობის დატოვება კითხვის ნიშნებს აჩენს: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი

862
publika.ge-153034441-10160752756133082-8786191110763910145-n-1

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო შორს წავიდა და იუსტიციის საბჭოს წევრთა ვაკანსიების არარსებობის პირობებში დააყენა ახალი წევრების არჩევის საკითხი

“ორი ქალის მიერ ერთდროულად მაღალი თანამდებობის გაურკვეველი მიზეზით დატოვება საბჭოში, სადაც ყოველთვის კაცი წევრები დომინირებდნენ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საეჭვოს ხდის მათ მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას.”

განცხადების მიხედვით, მოსამართლეთა კონფერენციის შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს პირთა ერთი ჯგუფი – “კლანი.”

“ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსამართლეთა მხრიდან ქალთა თანამდებობებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხის მიმართ დამოკიდებულება”

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საზოგადოებას ამ მიმართულებით აქტიურობისკენ მოუწოდებს .

31 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი აირჩიეს.

„მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ, რის შედეგადაც საბჭოს ორმა წევრმა თეა ლეონიძემ და თამარ ონიანმა მიმართა კონფერენციას იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის განცხადებით. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აუხსნიათ თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. ორი ქალის მიერ ერთდროულად მაღალი თანამდებობის გაურკვეველი მიზეზით დატოვება საბჭოში, სადაც ყოველთვის კაცი წევრები დომინირებდნენ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საეჭვოს ხდის მათ მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას.

მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უალტერნატივო არჩევნებში, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრებად გიორგი გოგინაშვილის და პაატა სილაგაძის არჩევას. ორივე მოსამართლე არის კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირი.“

„ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსამართლეთა მხრიდან ქალთა თანამდებობებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხის მიმართ დამოკიდებულება. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საბჭოს კიდევ ორი კაცი წევრი დაემატა. შედეგად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ 7 მოსამართლე წევრს შორის მხოლოდ ერთი ქალი წევრი დარჩა. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს ქალი თავმჯდომარე და ქალთა უმრავლესობით დაკომპლექტებული მოსამართლეთა კორპუსი გულგრილი აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართაც.“

„ყველა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს გავლენიანი ჯგუფის მმართველობისგან მართლმსაჯულების გათავისუფლების იდეის ირგვლივ. მათი ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა შესაბამისი მექანიზმების შემუშავებასა და ხელისუფლებისგან მათი განხორციელების მოთხოვნის გეგმაზე.“

ჯგუფის წევრები არიან:

1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g