გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან ტელეწამყვან მარგო ლუჩკოსთან, სადაც ის თავისი ახალი მეგრელი შეყვარებულის შესახებ საუბრობს.
ცოტა ხნის წინ, აქტიურად განიხილავდნენ მარგოს რომანს კალათბურთელთან. ბევრი სიურპრიზი იყო, ძალიან ბედნიერი იყავი, რა ბედი ეწია ამ ურთიერთობას?
მარგო ლუჩკო:
დავშორდით. არ გამოვიდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. კომენტარის გარეშე დავტოვებ. მგონი, მე ისევ შეყვარებული ვარ. ჩემი შეყვარებული მეგრელია. ჩემი ნათესავი სულ მეუბნებოდა, მეგრელები ისეთი მაგარი ბიჭები არიან, გაგიჟდებიო, ჰოდა, ჯერ არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ამ გზას ვადგავარ (იცინის). ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით და თავს კარგად ვგრძნობთ.
ფოტო: ირაკლი კალატოზიშვილი