გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლაზგოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მთავრობის მეთაური პრობლემებთან ბრძოლაში აქცენტს ერთიანობის მნიშვნელობაზე აკეთებს.
“ერთად, მთელი პლანეტა უნდა გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენი ვალდებულება უფრო მწვანე, პროდუქტიული და გამძლე საზოგადოებების განვითარებისთვის,” – წერს “ტვიტერში” ირაკლი ღარიბაშვილი.
ფორუმზე პრემიერი სიტყვით დღეს გამოვა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.