მომღერლისა და მსახიობის, გიო ხუციშვილის პანაშვიდი დღეს მიმდინარეობს, მის სახლში, ფალიაშვილის 64-ში. 14 ივნისს, დილით, მას საბურთალოს ეკლესიაში გადაასვენებენ, ეკლესიიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
29 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.