„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ მუსიკოსს, კომპოზიტორ მაია ჯორჯაძეს სტუმრობდა.
რუბრიკას „სხვანაირი დილა“ მაია ჯორჯაძემ შვილიშვილთან, ჯუნიორ გიო ხუციშვილთა ერთად უმასპინძლა.
მაია ჯორჯაძე: „გიოს სულ ჰქონდა ოცნება, რომ ზუკას შვილს მოსწრებოდა“
მუსიკოსი გადაცემის მაყურებელს უყვება, როგორ ატარებენ ბებია და შვილიშვილი ერთად დროს.
„პატარა გიო დილიდანვე მოდის, კვირაში 2-3 დღე ვიცი, რომ მთელი დღე ჩემია. ველოდები გულისფანცქალით და მიხარია, რომ ერთად ვართ ხოლმე. ისეთი ცელქია, ერთი წუთი ვერ დატოვებ მარტოს.
ყველაზე მეტად უყვარს გართობა, სიცილი, სიმღერა, ზღაპრები…
გიოს დაბადებამ საერთოდ ყველაფერი შეცვალა. ეს არის სიხარული და სიყვარული. სულ მღერის. ნიჭი აქვს“, – ამბობს მაია ჯორჯაძე.
ამავე რუბრიკაში, შეკითხვაზე, რას ნიშნავს ოჯახი მისთვის, მაია ჯორჯაძე აღნიშნავს.
„ოჯახი ადამიანისთვის ყველაფერია. ძალიან ძნელია, როცა მარტო დარჩები, მაგრამ არა უშავს. ქმარი რომ არ გყავს, ძალიან რთულია. ყოველ წუთს ფიქრობ: „ის რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს და ანგელოზი შვილიშვილი, ამით ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან მწყდება გული, რომ ბაბუამისი ვერ მოესწრო, ალბათ ერთი წუთით არ გაუშვებდა არსად“, – ამბობს მაია ჯორჯაძე.
