LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ ბაკურაძე: „ბოლო 2 თვის განმავლობაში 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა…“

2443
bakubakuradze

ბაკურ ბაკურაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ბოლო 10 წელიწადში, ამგვარად პასუხობს:

„როგორ შეიცვალა ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა „ქართული ოცნების“ პირობებში? პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მე, როგორც ხელოვანი, საერთოდ არ ვარსებობდი, რადგან იმ ხელისუფლებას გადახაზული ვყავდი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, ჩემი საქმე მეკეთებინა და ჰონორარი საზღვარგარეთ მიმეღო. ოჯახს სწორედ ასე ვინახავდი, ამიტომ წინა ხელისუფლების დროს მეტი ფული მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს.

ისე, ჩემთვის წარმოუდგენელია, ფულის გამო რომელიმე ხელისუფლების მეხოტბე გავხდე. მთავარია, ხელისუფლება როგორ ექცევა ჩემს ქვეყანას. ბოლო 2 თვის განმავლობაში 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა, ვითარდება, ყველგან იდეალური გზები დააგეს. ახლანდელი მთავრობა ფულს ნამდვილად არ მიხდის, არც შევარდნაძის დროს მიცდიდა, არც სააკაშვილის დროს და არც ახლა, მაგრამ თავი გამაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g