LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილის უკანასკნელი დუეტი მეუღლესთან (ვიდეო)

613

29 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლისა და მსახიობის, გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. როგორც თავად მომღერალი აღნიშნავდა, ეს ვარსკვლავი მან თავის თაობას მიუძღვნა.

კონცერტზე უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო გიო ხუციშვილი ძალიან იყო დასუსტებული, თუმცა მსმენელის წინაშე უკანასკნელად მომღერალი ღირსეულად წარდგა.

მან მეუღლესთან, მაია ჯორჯაძესთან ერთად ცნობილი დუეტი შეასრულა, უკანასკნელად…

შეგახსენებთ, რომ გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე 14 ივნისს დაკრძალეს. მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g