LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპილომავირუსის ვაქცინა კიბოს განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს: კვლევის შედეგები

186
1

პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს თითქმის 90%-ით ამცირებს.

პირველადი ემპირიული კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნდა.

კვლევის ეფექტიან შედეგებზე წერს BBC-ც. 

პირველ რეალურ მონაცემებს დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითმა ორგანიზაციამ “ისტორიული” უწოდა. ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგები აჩვენებს – ეს ვაქცინა ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.

საშვილოსნოს ყელის კიბო, უმეტესად, გამოწვეულია ვირუსით. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვაქცინის დახმარებით შესაძლებელია თითქმის აღმოიფხვრას ეს დაავადება.

საშვილოსნოს ყელის კიბო, მსოფლიოში, ქალებში მეოთხე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო 100-ზე მეტ ქვეყანაში, სწორედ ამ მიდგომით გეგმავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს ლიკვიდაციას.

პაპილომმავირუსის ვაქცინას მხოლოდ ინფექციის თავიდან აცილება შეუძლია, თუმცა მას არ შეუძლია უკვე არსებული ვირუსისგან განკურნოს.

“ვირუსები იმდენად გავრცელებულია, რომ იმუნიზაცია უნდა განხორციელდეს ბავშვებისთვის, სანამ ისინი სქესობრივად აქტიური გახდებიან.

კვლევა ასახავდა, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინგლისში გოგონებისთვის ვაქცინა შემოიღეს. კვლევაში მონაწილე ეს პირები ახლა უკვე 20 წლის ასაკში არიან. კვლევამ აჩვენა როგორც სიმსივნური წარმონაქმნების შემცირება, ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს 87%-ით შემცირება.” – წერს BBC.

საერთო ჯამში, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინამ თავიდან აიცილა დაახლოებით 450 სიმსივნური შემთხვევა და 17 200 სიმსივნური წარმონაქმნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g