LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: გვჭირდება მცირე ზომის, ძალიან ოპერატიული და მოქნილი მთავრობა

119

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა სჭირდება. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ბახტაძემ განმარტა, მცირე ზომის მთავრობა გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც.

„ჩვენი კონცეფციაა, მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე დაგიდასტუროთ. ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ გუნდში, სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g