LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ მალდივებზე დასვენების შესახებ?

884
1000-065ae7aa64fbaf05fc67d95df8baac3d

მალდივებს ემოციებისთვის, ჯადოსნური ხედებისთვის, საუკეთესო სპა პროცედურებისა და ყველაზე თბილი ოკეანისთვის აკითხავენ. ქათქათა ქვიშასა და კამკამა წყლის კუნძულზე დასვენება იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს რომ შვებულება მრავალრიცხოვანი ტურისტებისა და დიდი ქალაქებისგან მოშორებით გაატაროს.

მალდივები ეს არის სიმშვიდე და განცხრომა, ამ კუნძულებზე არავის არსად ეჩქარება.

რამდენიმე ფაქტი, რომელიც მალდივების შესახებ უნდა იცოდეთ:

• მალდივებზე ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში თითქმის არ იცვლება. თუმცა, მაინც შეამოწმეთ ამინდი, რათა კუნძულზე წვიმების სეზონის დროს არ აღმოჩნდეთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამის გამოცნობა ძალიან რთულია. შესაძლოა მალდივებს აგვისტოში ესტუმროთ და წვიმა საერთოდ არ იყოს, სეზონის ბოლოს, ნოემბერში კი მზის ხილვა მოგენატროთ. ამინდი დიდწილად თქვენს მიერ შერჩეული კუნძულის მდებარეობაზეა დამოკიდებული.
• მალდივის რესპუბლიკა – მუსლიმანური ქვეყანაა. აკრძალულია ალკოჰოლის შეტანა. თუკი მაინც გარისკავთ, ალკოჰოლს აეროპორტში აუცილებლად ჩამოგართმევენ. ალკოჰოლი აკრძალულია ყველგან, გარდა საკურორტო სასტუმროებისა.
• მალდივებზე ფაქტობრივად არ არსებობს წარმოება, ხილ-ბოსტნეულიც კი იმპორტულია. სწორედ ამიტომ, ფასები ყველა პროდუქტზე ერთნაირად მაღალია.
• კურორტებზე არ არის მაღაზიები, სუპერმარკეტები ან აფთიაქები, ერთადერთი რის პოვნასაც შეძლებთ სუვენირების დახლებია. ამიტომ ყველა საჭირო წამალი თან წაიღეთ. არ დაგავიწყდეთ დაზღვევაც, თუმცა შესაფერის სამედიცინო დახმარებას ყველგან ვერ მიიღებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები