“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით კვლავ ააანონსებს ხალხმრავალ აქციას პარლამენტის წინ.
“დღეს რუსთაველის გამზირზე, 7 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით. მნიშვნელოვანია არდაღლა, ბრძოლა ორგანიზებულად, თანმიმდევრულად. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაათენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შევიკრიბოთ”, – მოუწოდა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს.
გადაიყვანეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია, ამ წუთებში, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვს.