LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი ხელისუფლებას ხოშტარიასთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

91
1636443692xoshti

ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოს ხელისუფლებას მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.

“ხოშტარია პოლიტიკოსის გარდა ადამიანის უფლებების მხარდამჭერია. მის საქციელს უფლებადამცველის ქმედებად მივიჩნევთ”, — ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრული გამოყენება დაუშვას, ასევეადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და დაცული სივრცე შექმნას. გარდა ამისა, უზრუნველყოს ყველა მომიტინგეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მათ შორის მოშიმშილეების და დაუყონებლივ წამოიწყონ დიალოგი ელენე ხოსტარიასთან მისი მოთხოვნების გარშემო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g